Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 141 საგანგებო მდგომარეობა ბუნებრივი გაზის სექტორში. 1. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ბუნებრივი გაზის საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ან/და ადამიანის, მოწყობილობა-დანადგარების ან სისტემის ერთიანობის უსაფრთხოებას. 2. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებით. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სამინისტროს წინადადების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაზე და ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით განსაზღვრულ მოქმედებებზე დაყრდნობით მიიღოს სათანადო უსაფრთხოების ზომები საგანგებო მდგომარეობის აღმოსაფხვრელად. 4. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ: |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 141 ა) მიღებული უსაფრთხოების ზომები გაუმართლებლად არ ზღუდავდეს ბუნებრივი გაზის ნაკადებს ბუნებრივი გაზის შიდა ბაზარზე; ბ) მიღებული უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვან საფრთხეს არ უქმნიდეს გაზის მიწოდებას ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარის ტერიტორიაზე; გ) განხორციელდეს ინფრასტრუქტურაზე ტრანსსასაზღვრო დაშვება, თუ აღნიშნული ტექნიკურად და უსაფრთხოდ შესაძლებელია, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმის შესაბამისად. 5. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს ნებისმიერი უსაფრთხოების ზომის მიღება უნდა განხორციელდეს კომისიასთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და ოპერატორებთან კონსულტაციებითა და მჭიდრო კოორდინაციით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროით, ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან/და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 141 7. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციას. 8. თუ ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული საგანგებო მდგომარეობის ადეკვატურად მართვა ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომი ზომების გამოყენებით შეუძლებელია, საქართველოს მთავრობა მიმართავს ენერგეტიკული გაერთიანების მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც საკითხის შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთვის ან ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ იწვევს მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფის სპეციალურ სხდომას, რათა ზემოაღნიშნულმა მხარეებმა შეძლონ ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული საგანგებო მდგომარეობის აღმოფხვრა ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების კოორდინირებით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 141 9. ამ მუხლის გამოყენება არ ზღუდავს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის მართვის ზოგადი წესების მოქმედებას იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალური მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. |