Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროფესიული კავშირების შესახებ article 2 5. 15 წლის ან 15 წელზე მეტი ასაკის პირს, რომელიც ეწევა შრომით (პროფესიულ) საქმიანობას (მუშაკი) ან სწავლობს უმაღლეს, საშუალო-სპეციალურ ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვს, შექმნას პროფესიული კავშირი, შევიდეს პროფესიულ კავშირში, მონაწილეობა მიიღოს პროფკავშირულ საქმიანობაში და თავისუფლად გამოვიდეს პროფესიული კავშირიდან. დროებით უმუშევარს და პენსიონერს შეუძლიათ დარჩნენ პროფკავშირის წევრებად. 6. პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი, საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიულ სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა ნიშნის მიხედვით. 7. პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ: ა) საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე შექმნან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები; ბ) შექმნან ეროვნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რეგიონული, რაიონული, საქალაქო, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირული ორგანიზაციები და გაერთიანებები (ასოციაციები). 8. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დასაფუძნებლად საინიციატივო (საორგანიზაციო) ჯგუფი იწვევს დამფუძნებელ კრებას (კონფერენციას, ყრილობას), რომელიც იღებს წესდებას და ირჩევს ხელმძღვანელ პროფკავშირულ ორგანოებს. |
პროფესიული კავშირების შესახებ article 2 პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) შექმნის უფლება. 1. პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა. 2. საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება. 3. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე. 4. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგადასახადო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიული კავშირების შექმნის თავისებურებანი განისაზღვრება შესაბამისად ამ ორგანოებისა და სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. |