Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 34 სპეციალური წარმომადგენელი. 1. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა დამუშავებამდე საქართველოში დანიშნოს ან განსაზღვროს სპეციალური წარმომადგენელი. სპეციალური წარმომადგენელი რეგისტრირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მონაცემთა დამუშავების უფლება წარმოეშობა მხოლოდ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის შემდეგ. 3. სპეციალური წარმომადგენელი ვალდებულია შეასრულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებული მოთხოვნა ან/და მიღებული გადაწყვეტილება. 4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიმართ მისი უფლების განხორციელება მოითხოვოს სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 34 5. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა არ ათავისუფლებს საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებულ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ვალდებულებისგან, მოახდინოს რეაგირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნაზე ან/და მიღებულ გადაწყვეტილებაზე. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, და მასზე ვრცელდება ევროკავშირში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესები. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის მიერ აღიარებულ მონაცემთა ადეკვატური დაცვის მქონე სახელმწიფოში. |