Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 38 სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება. 1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების გარდა, ამავე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება. 2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე (პირებზე) ფუნქციების დელეგირება, რომელთა დელეგირება ნებადართულია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სპეციალიზებური დეპოზიტარი ფუნქციების დელეგირებას არ ახორციელებს ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულებისგან თავის ასარიდებლად; ბ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუძლია დაასაბუთოს, რომ მის მიერ ფუნქციების დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს; გ) სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა სათანადო წინდახედულობა და გონიერება გამოიჩინა მესამე პირის შერჩევისას და მასზე ფუნქციის დელეგირების განხორციელებისას. სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრეთვე ვალდებულია გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა და გონიერება მესამე პირისა და მესამე პირზე დელეგირებული ფუნქციების შესრულების პერიოდული შემოწმებისას და მონიტორინგისას; დ) სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს, რომ მესამე პირი მუდმივად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 38 დ.ა) მესამე პირის სტრუქტურა და კვალიფიკაცია მისთვის შესანახად მინდობილი საინვესტიციო ფონდის აქტივების მახასიათებლებისა და კომპლექსურობის ადეკვატური და პროპორციული იყოს; დ.ბ) მესამე პირი შესაბამის იურისდიქციაში ექვემდებარებოდეს პრუდენციულ რეგულირებას, მათ შორის, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს, და ზედამხედველობას, აგრეთვე ექვემდებარებოდეს პერიოდულ გარე აუდირებას იმის დასადასტურებლად, რომ ფინანსური ინსტრუმენტები მასთან ინახება; დ.გ) მესამე პირი სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივებს საკუთარი აქტივებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან განაცალკევებდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დროს მათი, როგორც კონკრეტული სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივების, აშკარად იდენტიფიცირება; დ.დ) მესამე პირის მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის მოქმედების შემთხვევაში მასთან შენახული საინვესტიციო ფონდის აქტივები ხელმისაწვდომი არ იყოს მესამე პირის კრედიტორებზე გასანაწილებლად ან მათ სასარგებლოდ რეალიზაციისთვის; ე) მესამე პირი შეასრულებს იმ ვალდებულებებს და დაიცავს იმ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 35-ე და 36-ე მუხლებითა და 37-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 38 3. მესამე პირს, რომელზედაც სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ამ მუხლის შესაბამისად განახორციელა საკუთარი ფუნქციების დელეგირება, ეკრძალება აღნიშნული ფუნქციების სხვა პირზე დელეგირება ამ კანონით დელეგირებისთვის დადგენილი წესების დაცვის გარეშე. მესამე პირის მიერ მისთვის დელეგირებული ფუნქციების სხვა პირზე დელეგირებაზე, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა. 4. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემისგან ან უცხო ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემისგან მომსახურების მიღება არ არის სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება. 5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების დელეგირებისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი პირობები. |