Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 10 სამსახურის უფლებამოსილებები. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება (მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგის შესრულების ზედამხედველობა) და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ესკორტირება (პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას); გ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება; დ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დასაცავად კრიზისული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვისას ინტერვენციის, სპეციალური ან/და სხვა ღონისძიებების განხორციელება; ე) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე სამსახურის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა; ვ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, შესაბამისი მონაცემების დამუშავება და ანალიზი; |
პენიტენციური კოდექსი article 10 ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება; თ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ მონაცემების დამუშავება და სათანადო მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება; ი) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება; ი-1) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება; კ) პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებაში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება; ლ) პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება; მ) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ნ) სამსახურის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების დაცვა), შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; პ) მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; |