FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  2

ი) სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ერთი ან ერთზე მეტი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია);
    კ) კონტროლი – საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს აძლევს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას;
    ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
    მ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები;
    ნ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  2

ო) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკრობანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ მიკრობანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;
    პ) მნიშვნელოვანი გავლენა – საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი;
    ჟ) არაპირდაპირი მონაწილეობა (ფლობა) – იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით;
    რ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება მიკრობანკის საქმიანობის განსახორციელებლად, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის გასანეიტრალებლად და სხვადასხვა სახის რისკისგან დასაცავად;
    ს) სააქციო კაპიტალი – მიკრობანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც არის მიკრობანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის სხვაობა;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  2

ტ) ნებადართული კაპიტალი – სააქციო საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და მისი წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი;
    უ) განაღდებული კაპიტალი – ნებადართული კაპიტალის ფულადი ფორმით შევსებული ნაწილი;
    ფ) ახლო ნათესავი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავი.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  2

1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ადმინისტრატორი – მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს მიკრობანკის საქმიანობის დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. აღნიშნულ პირთა პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო;
    ბ) მიკრობანკი – სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას;
    გ) მიკრობანკთან დაკავშირებული პირი – ადმინისტრატორი, აქციონერი, მასთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, I რიგის ან II რიგის კანონით მემკვიდრეა, ან მასთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  2

დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი;
    ე) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – პარტნიორების (აქციონერების) ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ახლონათესაური კავშირი, პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა მიკრობანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით, პარტნიორები (აქციონერები), რომელთა შორისაც არსებობს მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ აშკარა ან ფარული შეთანხმება ნებისმიერი ფორმით;
    ვ) მიკრობანკის საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობები;
    ზ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი;
    თ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) აკონტროლებს;