Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 22 სახელმწიფო კონტროლის გეგმა. 1. სახელმწიფო კონტროლის გეგმას ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავებს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელთან დაკავშირებული გაერთიანება ან განმცხადებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს კომპეტენტურ უწყებასთან/მაკონტროლებელ ორგანოსთან. 2. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო კონტროლის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს კომპეტენტურ უწყებას. კომპეტენტური უწყება ვალდებულია აღნიშნული სახელმწიფო კონტროლის გეგმა 3 თვის ვადაში დაამტკიცოს. 3. მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლის გეგმას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში ამტკიცებს კომპეტენტური უწყება. |