Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პოლიციის შესახებ article 60 გარდამავალი დებულებანი. 1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) (ამოღებულია - 21.07.2018, №3270); ბ) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება; გ) სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენა. 11. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. 12. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შემდეგი დადგენილების მიღება: „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“. |
პოლიციის შესახებ article 60 2. მინისტრმა 2014 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს: ა) სამინისტროში სამსახურის გავლის წესი; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი; გ) პოლიციელის ფიცის ტექსტი; დ) პოლიციის ეთიკის კოდექსი; ე) სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი; ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი; ზ) სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესი; თ) სამინისტროში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობები და წესი; ი) სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება; კ) წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი; ლ) სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქცია; მ) პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი; ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა; |
პოლიციის შესახებ article 60 ო) სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშები და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესი; პ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია; ჟ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა; რ) პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმების ფორმები. 3. სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება პირი, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. 5. მინისტრმა 2016 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანება. |
პოლიციის შესახებ article 60 6. მინისტრმა 2017 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესი. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3346 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. |