Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
თავდაცვის კოდექსი article 71 წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე: ა.ა) გაუწიოს მას დახმარება იმ პირის ძებნაში, რომელიც თავს არიდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოცხადებას/მის გავლას; ა.ბ) წარუდგინოს მას ინფორმაცია წვევამდელისთვის ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შესახებ; ბ) მიაწოდოს მას ინფორმაცია წვევამდელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ, აგრეთვე წვევამდელის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების თაობაზე. 2. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში აცნობოს წვევამდელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან/და შეწყვეტის შესახებ, თუ იგი იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. 3. სასამართლო ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში აცნობოს წვევამდელის მიმართ მსჯავრის დადების შესახებ განაჩენის ძალაში შესვლის თაობაზე, თუ იგი იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. |
თავდაცვის კოდექსი article 71 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტისთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას: ა) წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შესახებ; ბ) წვევამდელის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. 5. ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულება ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს წვევამდელის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. |
თავდაცვის კოდექსი article 71 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები, რომელიც ამ დაწესებულებაში სწავლობს. 7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების მიზნით უზრუნველყოფილია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ბაზების ხელმისაწვდომობა (მათ შორის, პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით). აღნიშნული ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. |