Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 14 1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 14 2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 3. პირი ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 2 თვის ვადაში, თუ მას თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილი არ ჰქონდა დეკლარაცია, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლების მომდევნო წელს, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი, იმავე თვის განმავლობაში, თუ იგი სხვა თანამდებობაზე არ განწესდება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, თანამდებობის პირი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არაუგვიანეს თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის 31 დეკემბრისა. 4. პირი, რომელსაც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში დროებით დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის ფუნქციების შესრულება კონკრეტული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 14 5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია. 5-2 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ეს დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე. 5-1 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 14 6. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, შემოსავლები/გასავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა წლის მდგომარეობით, ხოლო საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშები ან/და შენატანები, რომელთა განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, − მისი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით. 7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც აღემატება 10 000 ლარს, შეიტანება დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით. 8. თანამდებობის პირი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ავსებს წელიწადში ერთხელ. თუ პირს შევსებული აქვს დეკლარაცია და, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ წარმოიშვა დეკლარაციის შევსების საფუძველი, თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის ხელმეორედ შევსების ვალდებულებისაგან. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 14 9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ანტიკორუფციული ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 14 10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისგან. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 14 11. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში დეკლარაციის შევსების 2-თვიანი ვადის ათვლა დაიწყება პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწოდების მომენტიდან. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 14 12. თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის არსებობისთვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ წარდგენილ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაზე. |