Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ article 21 ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საპატიო მიზეზი – პირის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, პირის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც პირს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. პირის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ბ) სახელმწიფო კომისიის დასკვნა − არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნა, რომლის საფუძველზედაც შესაბამისი მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას; გ) სახელმწიფო კომისია − არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია; დ) გამწვევი კომისია − თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შექმნილი გამწვევი კომისია. |