FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  2282

ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
1. ამ კოდექსის 96-1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ შესაბამისად ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიანტებს და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.
2. ამ კოდექსის 96​-1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ შესაბამისად ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიანტები და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების მიხედვით. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  2282

3. ამ კოდექსის 96​-1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად)/იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.