Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ article 11 გარდამავალი დებულებანი. 1. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი გადაწყვეტილებებით დაადგინონ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობა ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად (სააქციო საზოგადოებისათვის დაადგინონ აქციების ნომინალური ღირებულება). 2. საწესდებო კაპიტალში არაფულადი შენატანის შეტანისას ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2007 წლის 30 ნოემბრამდე მოახდინონ შესაბამისი ქონების აუდიტორული შეფასება. 3. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეთ უფლება, გაასხვისონ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული საზოგადოებების წილები (აქციები) და დაადგინონ მათი გასხვისების წესი. |
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ article 11 4. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე 2007 წლის 31 დეკემბრამდე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5254 - სსმ I, №29 , 27.07.2007 წ., მუხ.313 |