FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

იარაღის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად;
    ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – მოკლე ან გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
    გ) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
    დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, გლუვლულიანი (თოფი), ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა) ან კომბინირებული (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი) გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი; დ-1) მოკლე იარაღი: დ-1.ა) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური პისტოლეტი; დ-1.ბ) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური რევოლვერი; დ-1.გ) იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადებული ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება;
იარაღის შესახებ

article  2

დ-1.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოკლე იარაღს არ განეკუთვნება და რომლის საერთო სიგრძე იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადების შედეგად 55 სმ-ს აღემატება; დ-3) იარაღის საერთო სიგრძე – იარაღის სიგრძე ლულაზე დამაგრებული მუხრუჭ-კომპენსატორის, ალსაქრობის ან/და ლულაზე დასამაგრებელი სხვა მოწყობილობის გარეშე და: დ-3.ა) კონდახის ჩათვლით, თუ კონდახი არის მყარი (სტაციონარული, რომლის მოხსნა დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე შეუძლებელია); დ-3.ბ) კონდახის გარეშე, თუ კონდახი არის დასაკეცი ან მოსახსნელი, რომლის მოხსნაც შესაძლებელია დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე; დ-3.გ) შეკეცილი კონდახით, თუ კონდახი ტელესკოპურია; დ-4) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი – თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი;
    ე) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
    ვ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური ნუსხით/სიით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი;
იარაღის შესახებ

article  2

ზ) საფანტის იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს არ იწვევს;
    თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული ტიხრის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად;
    ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად; ი-1) სანადირო პნევმატური იარაღი – გრძელი პნევმატური იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისთვის; ი-2) სპორტული პნევმატური იარაღი – მოკლე ან გრძელი პნევმატური იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად;
    კ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
იარაღის შესახებ

article  2

ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
    მ) საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; მ-1) საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები – მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა; მ-2) ფუჭი ვაზნა − მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მხოლოდ მასრისგან, ფეთქებადი ნივთიერებისგან, საცობისგან, კაფსულისგან და განკუთვნილია ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად; მ-3) ვაზნა – იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც მასრის მეშვეობით აერთიანებს კაფსულ-მაალებელს, ფეთქებად ნივთიერებასა და გასატყორცნ ელემენტს;
    ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;
იარაღის შესახებ

article  2

ნ-1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა − ელექტრონული მუხტის მქონე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები და გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ნ-2) თევზჭერის ელექტროიარაღი − ქარხნულად ან კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო, რომლის მუშაობის პრინციპია ელექტროდენით წყლის ცოცხალი ორგანიზმების მოზიდვა ან/და მათი სიცოცხლისუნარიანობის ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება ან/და მათი დახოცვა;
    ო) ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად;
    პ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
    ჟ) საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის შექმნა და ექსპონირება;
    რ) სასიგნალო იარაღი – იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად;
იარაღის შესახებ

article  2

რ-1) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი − იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია (მათ შორის, გადაკეთებულია) მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში; რ-2) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი − ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იმუხტება ლულაში დენთის, ტიზისა და ჭურვის ლულის წინა კვეთიდან განცალკევებულად მოთავსებით და რომელშიც დენთი ალდება კაჟის ქვის, ფითილის ან კაფსულის და ლითონის ხახუნის შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკლით;
    ს) ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ან/და სპორტული მიღწევებისათვის;
იარაღის შესახებ

article  2

ტ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, ამოღება, ჩამოწერა, განადგურება, შიდა გადამუშავება, გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ბალისტიკური შემოწმება, ტყვია-მასროთეკის წარმოება;
    უ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;
    ფ) იარაღის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
    ქ) იარაღით მოსარგებლე – პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად;
იარაღის შესახებ

article  2

ქ-1) იარაღით დროებით მოსარგებლე − პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი, პნევმატური ან სასიგნალო იარაღი გადაეცა დროებითი სარგებლობისთვის დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ან სპორტულ სროლაში სავარჯიშოდ, საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით;
    ღ) სამხედრო ტექნიკა – ამ კანონის მიზნებისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ძირითადი, ისე არაძირითადი ელემენტების ან/და იარაღის წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები;
    ყ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;
იარაღის შესახებ

article  2

შ) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმის ცნობა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია.