Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ article 16 დევნილის სოციალური დაცვა. 1. სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, კერძოდ: ა) ეხმარებიან დევნილს დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით; ბ) გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დევნილის შემწეობასა და სხვა დახმარებებს; გ) უზრუნველყოფენ დევნილის მიერ განათლების კონსტიტუციური უფლების განხორციელებას და ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს; ე) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში; ვ) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში; ზ) ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში; თ) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებითი გადაადგილებისას აუცილებელი პირველადი დახმარებით; ი) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, შესაძლებლობის ფარგლებში. |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ article 16 2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯები დადგენილი წესით იფარება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით. 3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი. 4. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში. |