Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 113 კანონის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. 1. პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას. 2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას პარლამენტის პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. პარლამენტის პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის განხილვა და მიღება დასაშვებია ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა. ამასთანავე, 1 დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენებით განხილვა და მიღება. 3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ შეიძლება მიიღოს როგორც კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ისე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კანონპროექტის ინიციატორის წერილობითი, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 113 4. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. 5. დაუშვებელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღეს. 6. კანონპროექტს, რომლის თაობაზეც მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და მას კენჭი ეყრება კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. |