FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

იურიდიული დახმარების შესახებ

article  16

იურიდიული დახმარების ბიურო.
1. იურიდიული დახმარების ბიურო არის სამსახურის შემადგენელი ერთეული, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესითა და თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს იურიდიულ დახმარებას.
2. იურიდიული დახმარების ბიურო პასუხისმგებელია თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში კვალიფიციური იურიდიული დახმარების უზრუნველყოფისა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა ინტერესების მაქსიმალური დაცვისათვის, რათა მათ შეძლონ, სრულად ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.
3. იურიდიული დახმარების ბიუროს შემადგენლობაში შედიან იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი, ადვოკატები, კონსულტანტები და ადმინისტრაციული პერსონალი.
4. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. დაუშვებელია იურიდიული დახმარების ბიუროს საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება.
6. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად.
იურიდიული დახმარების შესახებ

article  16

7. იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
8. იურიდიული დახმარების ბიუროები იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან ყოველწლიურად შეარჩევენ საბჭოს 1 წევრს.
9. იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ საბჭოში წარდგენილი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 2 თვისა თითოეული იურიდიული დახმარების ბიურო უფლებამოსილია საბჭოს წევრად ასარჩევად წარადგინოს 1 კანდიდატი. იურიდიული დახმარების ბიურო თავის შემადგენლობაში შემავალ ადვოკატთაგან საბჭოს წევრობის კანდიდატს შეარჩევს ფარული კენჭისყრით, ამავე ბიუროს ადვოკატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრის შედეგად ორი ან ორზე მეტი ადვოკატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას დააგროვებს.
იურიდიული დახმარების შესახებ

article  16

10. იურიდიული დახმარების ბიუროებიდან შერჩეული თითოეული კანდიდატი კენჭისყრიდან 3 კვირის ვადაში წარმოადგენს სამოქმედო პროგრამას მომავალი 1 წლის განმავლობაში მის მიერ საბჭოში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით. კანდიდატები კენჭს უყრიან წარმოდგენილ სამოქმედო პროგრამებს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის კანდიდატი, რომლის სამოქმედო პროგრამასაც ეყრება კენჭი. საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომლის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამაც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. კენჭისყრის შედეგად ორი ან ორზე მეტი კანდიდატის სამოქმედო პროგრამების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ამ პროგრამებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომლის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამაც სხვა კანდიდატების სამოქმედო პროგრამებზე მეტ ხმას დააგროვებს.