Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების
ხელშეწყობის შესახებ article 5 თ) სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება, თუ დაწესებულება ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს; კ) უფლებამოსილია: კ.ა) საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; კ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს; ლ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს კანონმდებლობით, „ ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; |
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების
ხელშეწყობის შესახებ article 5 მ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კოორდინაციით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №27-რს - ვებგვერდი, 26.02.2025წ. |
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების
ხელშეწყობის შესახებ article 5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო): ა) განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, განათლების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახორციელებს შესაბამის პროგრამებს; ბ) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში; გ) ახორციელებს: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, სახელოვნებო და არაფორმალური განათლების, სკოლისგარეშე სასპორტო განათლების, ინკლუზიური განათლების, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის პროგრამებს; დ) გასცემს გრანტს; ე) აფუძნებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შესაბამის სფეროში; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ პირებს; ზ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისცეს წერილობითი გაფრთხილება; |