Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 1652 დღგ-ის გადახდაზე ვალდებული პირები. 1. დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ან რეგისტრაციაზე ვალდებულ პირს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა: ა) საქონლის იმპორტის განმახორციელებელ პირს; ბ) საგადასახადო აგენტს, ოპერაციაზე, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად უკუდაბეგვრის წესით იბეგრება; გ) საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს, ამ საქონლის რეალიზაციისას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციისა) გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით; დ) საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ პირს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციისას; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 1652 ე) დასაბეგრ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, თუ მის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევის ადგილი ამ კოდექსის შესაბამისად საქართველოა და ეს ოპერაცია არ იბეგრება უკუდაბეგვრის წესით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და დასაბეგრი პირის ინფორმირების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |