FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პროფესიული განათლების შესახებ

article  27

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება.
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას მოიპოვებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით, ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში დაიმატოს საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.