Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ article 151 საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი. 1. საზოგადოებრივ დამცველს უფლება აქვს: ა) დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები; ბ) შეაფასოს მომხმარებლებზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენის შედეგები; გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ; დ) გაეცნოს ყველა დოკუმენტსა და მასალას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ გასაცნობად; ე) წარმოადგინოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურე კომპანიასთან დავაში; ვ) მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე. 2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს შესაბამისი სპეციალობის თანაშემწეები. 3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. 4. საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი განისაზღვრება საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო პირობებით. 5. საზოგადოებრივ დამცველს და მის თანაშემწეებს არა აქვთ უფლება, მომხმარებელთაგან მიიღონ რაიმე ანაზღაურება. |
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ article 151 6. საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობა საქმისწარმოებაში არ ზღუდავს სხვა მხარეებს, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ მომხმარებლებს. 7. ეს თავი არ ზღუდავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსა და მისი აპარატის უფლება-მოვალეობას, დაიცვან მომხმარებლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |