Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 9 დაკავება. 1. დაკავება არის უკიდურესი ზომა, რომელიც დისკრიმინაციული არ უნდა იყოს და მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. 2. თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ხდება, თუ: ა) არსებობს მისი მიმალვის ან/და უფლებამოსილ თანამდებობის პირთან თანამშრომლობისათვის თავის არიდების საფრთხე; ბ) ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. 3. თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი. 4. დაკავებული თავშესაფრის მაძიებელი სხვა სახის სამართალდამრღვევთაგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს. ქალი და მამაკაცი უნდა მოთავსდნენ ცალ-ცალკე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები არიან. არასრულწლოვანი უნდა მოთავსდეს სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ისინი ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები არ არიან. ოჯახის ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ არ არსებობს უსაფრთხოების სხვა საფუძვლები, რომლებიც მის წევრთა განცალკევებას საჭიროებს. |