Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საზღვაო კოდექსი article 271 „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა რეგულირდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. |
საზღვაო კოდექსი article 271 მუხლი 27-2 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ − მოკვლევა), რომლის მიზანია საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის პრევენცია. მოკვლევის მიზანი არ არის საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. მოკვლევა ხორციელდება სასამართლო, ადმინისტრაციული და საგამოძიებო ორგანოებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე. 2. მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, გემთმფლობელისა და სხვა პირებისგან, რომელთა ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე. 3. მოკვლევის ბიურომ, ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის გარდა, შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევა. ამ დროს მოკვლევის ბიურო აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოკვლევის განხორციელება, მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სიმძიმის, საზღვაო უსაფრთხოებაზე გავლენის, გემის ტიპისა და ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით. 4. შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მისცენ: ა) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც განთავსებულია გემის/მისი მექანიზმის ფრაგმენტები, დაშვების/წვდომის და მოკვლევისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების უფლება; ბ) საზღვაო შემთხვევაში/საზღვაო ინციდენტში მონაწილე გემის, მისი შემადგენელი ნაწილების, აგრეთვე გემზე არსებული ან საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული იმ საგნების დათვალიერებისა და შემოწმების უფლება, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის; გ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თვითმხილველის, აგრეთვე იმ პირის გამოკითხვის უფლება, რომელსაც საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან აქვს ან შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი; დ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის შედეგად დაღუპული პირის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ასლის მიღების უფლება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უფლება. 5. მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისთვის. ამ ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის განხორციელების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე. 6. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ შემთხვევას/ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს გემთმფლობელი და მოკვლევის ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს მოკვლევის ანგარიშს. 7. ისეთი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის, რომელიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს ეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას უწყებათაშორისი კომისია. 8. საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისას სათანადო შეტყობინება ეგზავნება ყველა არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს. მოკვლევის ბიურო ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებს გაუგზავნოს შეტყობინება მომხდარი ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე. 9. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი, შკიპერი, გემთმფლობელი, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოკვლევის ბიუროს მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე. 10. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა. 11. უნდა მომზადდეს მოკვლევის შესახებ ანგარიში საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის განსაზღვრული, შესაბამისი ფორმით, მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამ ანგარიშში უნდა აისახოს მოკვლევის მიზანი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაციები უნდა მიეცეს სააგენტოს, აგრეთვე, რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, − სხვა ორგანოს ან უწყებას. 13. მოკვლევის ბიუროს მიერ განხორციელებულ მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 14. მოკვლევის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. |
საზღვაო კოდექსი article 271 1. საერთო ავარიად იგულისხმება ზიანი, რომელიც გამოწვეულია საერთო საფრთხეში მყოფი გემის, ფრახტისა და გადასაზიდი ტვირთის გადარჩენის მიზნით განზრახ და შეგნებულად საგანგებო ხარჯების გაღების ან შეწირვის შედეგად. 2. საერთო ავარია ნაწილდება გემს, ფრახტსა და ტვირთს შორის მათი ღირებულების, ამ რეისის დამთავრების ადგილისა და დროის მიხედვით. 3. ამ თავში ფრახტად იგულისხმება, აგრეთვე, მგზავრთა გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის ღირებულება. |