FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  34

ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი.
1. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის და თანდართული მასალების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ან საქართველოს პროკურატურა განიხილავს, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი ფორმისა და პროცედურების დაცვით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიან საჭიროების შემთხვევაში მიმართონ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის თხოვნით.
3. თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებამდე აშკარად გამორიცხავს პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ უგზავნის უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  34

5. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის დოკუმენტაციას აცნობს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამასთანავე, განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.
6. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ უფლებამოსილი პროკურორი პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რის თაობაზედაც 10 დღით ადრე ატყობინებს დაცვის მხარეს.
61. საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარეები ვალდებული არიან მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს გაუცვალონ იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.
62. მხარეები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სასამართლოში გამოყენება.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  34

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ნიშნავს სხდომას ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განსახილველად.
8. მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ.
9. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული ყველა უფლებით, ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებათა გათვალისწინებით.
10. ექსტრადიციის საკითხის განსახილველად უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სასამართლო თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას.
11. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება შეიძლება მისი გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივრის განსახილველად პირველ სხდომას ნიშნავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  34

12. ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე 5 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
13. თუ შესაბამისი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
14. სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  34

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ითვალისწინებს ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის ამ კანონის 29-ე მუხლის 4-1 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ასევე უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.
16. პირის ეტაპირების განხორციელების შემდეგ ექსტრადიციის მომთხოვნი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.