Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 824 თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა). 1. სტაციონარული მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც 1 კგ-მდე მაცივარაგენტის გაჟონვა გამოიწვია, − გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით. 3. სტაციონარული მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც 1 კგ ან 1კგ-ზე მეტი მაცივარაგენტის გაჟონვა გამოიწვია, − გამოიწვევს დაჯარიმებას მაცივარაგენტის თითოეულ გაჟონილ გრამზე 0,1 ლარით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილი მოთხოვნების გარდა, თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის სხვა მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა), − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. |