FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1523

სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანება.
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეზოს, სკვერის, ქუჩის ან მოედნის თვითნებური გადათხრა, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად მისი თვითნებური დაზიანება ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით თვითნებური ჩახერგვა, გადათხრის ადგილის, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად დაზიანების ადგილის ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით ჩახერგვის ადგილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე, თვითნებური მიტოვება ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებისთვის სათანადო სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობის დარღვევა/შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1523

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში მისი ჩადენის შედეგის აღმოუფხვრელობა ან აღნიშნული შედეგის მისი აღმოუფხვრელობის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 6 000 ლარის ოდენობით.