Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 3 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში. 1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. 2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში. |
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 3 3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში შორის დადებული ხელშეკრულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურებად საწყისებზე განახორციელოს. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ინვესტორის წარმომადგენლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით. მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 3 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში ამ მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს ინვესტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს. |