Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 43 სადეპოზიტო ფუნქციები. 1. ეროვნული ბანკი იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დეპოზიტებს. დეპოზიტარის როლში ეროვნული ბანკი იღებს და გასცემს ფულად სახსრებს, აღრიცხავს და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა საფინანსო მომსახურებას. საგადახდო საბუთების საფუძველზე ეროვნული ბანკი აღნიშნულ ანგარიშებზე დეპონირებული თანხების ფარგლებში გასცემს თანხას. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი დეპოზიტების მიხედვით პროცენტების გადახდის შესახებ. 2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ნება დართოს სხვა საფინანსო დაწესებულებებს, მიიღონ ასეთი დეპოზიტები მის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად. |