Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 50 გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება. 1. ენერგეტიკული საწარმო წერილობით ატყობინებს კომისიას ამ კანონის XI თავით გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი განცალკევების მოთხოვნების შესრულების შესახებ და წარუდგენს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მონაცემებსა და ინფორმაციას. 2. კომისია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის, მონაცემისა და ინფორმაციის სათანადო წესით წარდგენიდან 4 თვის ვადაში განიხილავს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს და თავის გადაწყვეტილებას სერტიფიცირების ან მასზე უარის თქმის შესახებ მის ძალაში შესვლამდე უგზავნის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს არანაკლებ 1 თვის ვადაში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენიდან 2 თვის ვადაში. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ან სერტიფიცირებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, გადამცემი სისტემის ოპერატორი სერტიფიცირებულად ჩაითვლება. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 50 3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირების კონტროლის ქვეშ იმყოფება) სერტიფიცირების მიზნით კომისიისთვის შეტყობინების წარდგენის, კომისიის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესებით. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცედურის დასრულებამდე კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილი არიან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრისგან ან/და წარმოების ან მიწოდების განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოებისგან ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია. კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ვალდებული არიან უზრუნველყონ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. |