Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული განათლების შესახებ article 28 პროფესიული განათლების მასწავლებელი. 1. პროფესიული განათლების მასწავლებელი არის პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში. 2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ საქმიანობის დაწყება, მისი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხდება პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების შესაბამისად. 3. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები განსაზღვრავს: ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესსა და პირობებს; ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებს; გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და წესს; დ) პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |