Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 37 სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვა და აღრიცხვა. 1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია შეინახოს საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია სპეციალიზებულ დეპოზიტართან გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე ან რომელთა სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის მიწოდება შესაძლებელია მატერიალური ფორმით. 2. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია მასთან გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე, ყოველთვის აღირიცხოს საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) სახელზე გახსნილ სეგრეგირებულ ანგარიშებზე იმგვარად, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები იდენტიფიცირებადი იყოს, როგორც საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივები. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 37 3. ნებისმიერ სხვა აქტივთან მიმართებით, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მიერ მიწოდებული და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ საინვესტიციო ფონდი აქტივების მესაკუთრეა. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აწარმოოს იმ აქტივების, რომლებზედაც საინვესტიციო ფონდის საკუთრების უფლება დასტურდება, აღრიცხვა და შესაბამისი ჩანაწერების განახლება. 4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიას საინვესტიციო ფონდის ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხა მიაწოდოს წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიხშირით. |