FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ნავთობისა და გაზის შესახებ

article  4

საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებზე.
1. საქართველოს წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები და ბუნებრივი წყალბადის რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაა. მიწის საკუთრების უფლება არ გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას.
2. საქართველოს აქვს თავის ხმელეთსა და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება.
3. მოპოვებულ ნავთობზე, გაზსა და ბუნებრივ წყალბადზე საკუთრების უფლება განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად.
4. მოპოვებული და მიწისქვეშა რეზერვუარში შესანახად მოთავსებული ნავთობი, გაზი და ბუნებრივი წყალბადი მოპოვებულად ითვლება.
5. რეზერვუარში საწარმოო მიზნით (ჭაბურღილის ბურღვა, გამოცდა, მიწისქვეშა რემონტის ჩატარება, ათვისება და სხვა) დაბრუნებული ნავთობი, გაზი, ბუნებრივი წყალბადი მიიჩნევა ნავთობის, გაზის, ბუნებრივი წყალბადის მარაგების ნაწილად და მოპოვებულად არ ჩაითვლება.