Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 2 კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონტრდაზვერვითი საქმიანობა – საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ არასამართალდაცვითი მიზნებისათვის განხორციელებული სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად; ბ) ოპერატიული საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ღია თუ ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 2 დ) ოპერატიული ინფორმაცია – ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემები; ე) კონტრდაზვერვითი ინფორმაცია – მონაცემები, რომლებიც ასახავს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობას და მათთან დაკავშირებულ გარემოებებს; ვ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს ხელისუფლების სპეციალური ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დაზვერვით ან/და კონტრდაზვერვით (ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და სხვა) ღონისძიებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; ზ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები – უცხო ქვეყნის სპეციალური ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ; თ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა – უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია: თ.ა) სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება; თ.ბ) საქართველოს ხელისუფლებასა და მის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად; |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 2 ი) ოპერატიული აღრიცხვის საქმე – ფიზიკური ან იურიდიული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის და მათთან დაკავშირებული ქმედებებისა და გარემოებების შესწავლისა და დოკუმენტირებისათვის სპეციალური სამსახურების ოპერატიულ წარმოებაში არსებული საქმე, რომელშიც სისტემატიზებული და კონცენტრირებულია მასთან დაკავშირებით მოპოვებული ოპერატიული მასალები; კ) საქართველოს პირი: კ.ა) საქართველოს მოქალაქე; კ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ; ლ) უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა ამ მუხლის „კ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა; მ) უცხო ქვეყნის წარმომადგენელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; ნ) ელექტრონული თვალთვალი − ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები; ო) შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი – ელექტრონული თვალთვალი, განხორციელებული სატელეფონო ან სხვა სახის ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით; |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 2 პ) ელექტრონული თვალთვალის და ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო); ჟ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება; რ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ელექტრონული თვალთვალის ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი ან მომხმარებლის სახელი; ს) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ-62“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ტ) სპეციალური სამსახური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამინისტროების/სამსახურების იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები; |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 2 უ) ზედამხედველი მოსამართლე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას, აგრეთვე ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას და ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს: უ.ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით; უ.ბ) ამ კანონის 14-7 მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით; ფ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემა; |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 2 ქ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; ღ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; ყ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკი (შემდგომ − მონაცემთა ცენტრალური ბანკი) − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ცენტრალური ბანკი; შ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია − ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული და ამ კანონის 14-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული ინფორმაცია, რომელსაც აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის. |