Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 20 სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები. 1. გაერთიანებამ ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებელმა ან/და გადამამუშავებელმა, რომელსაც თავისი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასება სურს, კომპეტენტურ უწყებას/მაკონტროლებელ ორგანოს სათანადო პირობები უნდა შეუქმნას და უნდა უზრუნველყოს მისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის, ადგილის, შენობა-ნაგებობის, მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა. 2. კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ამოწმებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოების ყველა ეტაპს, მისი მიწოდების სრულ ჯაჭვს, საქონლის შენახვის პირობებს, ნედლეულის წარმოშობის ადგილს და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელ ყველა გარემოებას. 3. კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო ახორციელებს მიკვლევადობის ნიშნების გამოყენების სახელმწიფო კონტროლს. |