FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  35

საჯარო შესყიდვის პროცედურის დარეზერვება.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით საჯარო შესყიდვის პროცედურა გამოაცხადოს იმ ეკონომიკური ოპერატორისთვის, რომლის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის პირთა) სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირთა 30% მაინც უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრი. ამ პუნქტის შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოცხადება დასაშვებია, თუ აღნიშნული ეკონომიკური ოპერატორი ნორმალურ პირობებში სხვა ეკონომიკურ ოპერატორს კონკურენციას ვერ გაუწევს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  35

2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ ან კულტურულ სფეროში მომსახურების შესყიდვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო შესყიდვის პროცედურა გამოაცხადოს მხოლოდ იმ ეკონომიკური ოპერატორისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილ პირობებს, თუ ეს მომსახურება ექცევა შემდეგ CPV-ის კოდებში: 75121000, 75122000, 75123000, 79622000, 79624000, 79625000, 80110000, 80300000, 80420000, 80430000, 80511000, 80520000, 80590000, 85000000-დან 85323000-ის ჩათვლით, 92500000, 92600000, 98133000, 98133110. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოსაცხადებლად შემსყიდველ ორგანიზაციას სჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში მოქმედებს. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ შემსყიდველ ორგანიზაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული CPV-ის კოდების ფარგლებში, წლიური გეგმის მიხედვით განუსაზღვრავს ზღვრულ მოცულობას, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია ამავე პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის კოდის/კოდების შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურის დარეზერვება. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის სრული მოცულობის დარეზერვება.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  35

3. ეკონომიკური ოპერატორი სარგებლობს ამ მუხლის შესაბამისად გამოცხადებულ საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის უფლებით, თუ ერთდროულად დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:
    ა) იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია ან/და საქმიანობას არასამეწარმეო მიზნებისთვის ახორციელებს;
    ბ) მისი საქმიანობის მიზანია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;
    გ) მასთან ბოლო 3 წლის განმავლობაში არ დადებულა შესყიდვის ხელშეკრულება ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენებით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენებით დადებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს.