Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 10 დოკუმენტის წარდგენა და ჩაბარება. 1. საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან ამ კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. 2. მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას მის ჩაბარებაზე უარის თქმის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალება. თუ მატერიალური დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებით არის დაფიქსირებული, ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა. 4. მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა: ა) პირადად ადრესატს; ბ) პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) პირის საქმიანობის ადგილზე არსებულ კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში − მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სარეგისტრაციო დოკუმენტებით ამ პირის იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 10 5. მატერიალური დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მატერიალური დოკუმენტის მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან დამოკიდებულება, აგრეთვე ამ დოკუმენტის ჩაბარების თარიღი. 6. საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. 7. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ პირი (გარდა ფიზიკური პირისა) საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ პირი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 10 8. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ამ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს. 9. პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მატერიალური დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, აღნიშნულ დოკუმენტზე რეაგირების ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საბაჟო ორგანოსთვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან. |