Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 29 საბაზისო წვრთნა. 1. გემზე ნებისმიერი საქმიანობით დაკავებული ან დასაქმებული მეზღვაური, რომლის ფუნქციებს ასევე განეკუთვნება გემის უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება, ასევე გემის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ მოვალეობათა შესრულება, ვალდებულია მათ შესრულებამდე გაიაროს აღიარებული საბაზისო წვრთნა ან ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად. 2. მეზღვაურმა საბაზისო წვრთნის გავლის ან მისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მიიღოს ერთიანი სერტიფიკატი, რომელშიც აისახება საბაზისო წვრთნის ან ინსტრუქტაჟის ყველა კომპონენტი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად. 3. STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბაზისო წვრთნასა და ინსტრუქტაჟში კვალიფიციური პირი ვალდებულია ყოველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინარჩუნა STCW-ის კოდექსის A-VI/1-1 და A-VI/1-2 ცხრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი. |