Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 70 სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის შემოწმება. 1. თუ შერწყმაში/გაყოფაში სააქციო საზოგადოება მონაწილეობს, სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტს ამოწმებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე მხარეების მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორი. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან ერთზე მეტი საერთო აუდიტორი. დამოუკიდებელი აუდიტორი ამზადებს წერილობით დასკვნას და მას პარტნიორებს წარუდგენს. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ აღნიშნული გეგმის პროექტის შემოწმება და წერილობითი დასკვნის წარდგენა საჭირო არ არის, თუ ამაზე შეთანხმდება შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ყველა აქციონერი. 2. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში მოცემული უნდა იყოს იმის შეფასება, არის თუ არა სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტით გათვალისწინებული წილების გადაცვლის თანაფარდობა სამართლიანი და მიზანშეწონილი. ამ დასკვნაში მოცემული უნდა იყოს აგრეთვე: ა) წილების გადაცვლის თანაფარდობის დადგენისთვის გამოყენებული მეთოდი; |
მეწარმეთა შესახებ article 70 ბ) შეფასება, რამდენად არის წილების გადაცვლის თანაფარდობის დადგენისთვის გამოყენებული მეთოდი ადეკვატური მოცემული შემთხვევისთვის, წილების რა თანაფარდობა დგინდება თითოეული ამ მეთოდის გამოყენების შედეგად და როგორია წილების გადაცვლის თანაფარდობის დადგენისთვის გამოყენებული თითოეული მეთოდის ხვედრითი წილი; გ) წილების გადაცვლის თანაფარდობის დადგენისას წარმოშობილი სიძნელეები, თუ ასეთი სიძნელეები წარმოიშვა. 3. დამოუკიდებელი აუდიტორი უფლებამოსილია სააქციო საზოგადოებისგან მიიღოს და გამოიკვლიოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია. |