Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 18 გარიგებანი საფონდო ბირჟაზე. 1. საჯარო ფასიანი ქაღალდებით მეორადი გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც საფონდო ბირჟებზე , ისე საფონდო ბირჟების გარეთ . 2. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს : ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად; ბ) ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ასახავს სახელმწიფო ვალს ან/და გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მათ შორის, სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამთავრობო ფასიანი ქაღალდები, თუ მათი ყიდვა-გაყიდვა არ ეწინააღმდეგება ამ ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად − ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც. 3. ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე ხორციელდება ამ კანონისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესების მიხედვით . |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 18 31. თუ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია საჯარო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/საჯარო ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დროებით შეჩერება, ახალი საჯარო ფასიანი ქაღალდების (აქციების) საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება ან ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ხელახლა დაშვება, ეს უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული წესით. 32. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენებისას შემძენი არ აკმაყოფილებს საფონდო ბირჟის წევრობის კრიტერიუმებს, გამონაკლისის სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი საფონდო ბირჟის წევრი შეიძლება იყოს არაუმეტეს 24 თვისა. 5. ერთი კლასის ფასიანი ქაღალდები შეიძლება სავაჭროდ დაშვებული იქნეს ერთ ან მეტ საფონდო ბირჟაზე . |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 18 6. თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება საფონდო ბირჟის გარეთ იდება და გარიგების თანხა 100 ლარს აღემატება, საბროკერო კომპანია ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ამ ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. |