FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  35624

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება.
1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
11. თუ საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოს მიერ არის გამოტანილი, საჩივარი აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმების შესახებ, რომლითაც მხარე ითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას, არ დაიშვება, ხოლო თუ საჩივარი მიღებულია, მასზე საქმის წარმოება შეწყდება.
2. სასამართლო ვალდებულია განიხილოს საჩივარი და გამოიტანოს მოტივირებული გადაწყვეტილება საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  35624

3. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადით, რათა არბიტრაჟს მიეცეს შესაძლებლობა, განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.
4. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.