Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2283 სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები. 1. ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით და 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს. 2. ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების (ადმინისტრაციული სახდელის დადების) შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2283 3. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად)/იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |