Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ article 5 შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე. 1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) პირები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას; გ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას; დ) ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს ვიზების გაფორმებისას; ე) პირები საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაფორმებისას; |
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ article 5 შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე. . ვ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს ვიზების გაფორმებისას; ზ) პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას; თ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (საქართველოს მოქალაქეები), რომლებსაც შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ; კ) 18 წლამდე პირები ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ლ) პირები საქართველოში ნეშტის გადმოსვენებისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციისას და თარგმანის შესრულებისას; მ) პირები ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას; ნ) პირები საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, საქართველოს შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში; |
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ article 5 ო) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საქართველოს ინტერესთა სექციაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციული პერსონალი და მათი ოჯახის წევრები მათ მიმართ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას; პ) პირები სხვადასხვა საკონსულო ფუნქციის შესრულების დროს გამოცემული აქტების გაფორმებისას საკონსულო თანამდებობის პირის ბრალეულობით დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში; ჟ) საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულო დაწესებულებებში ნასამართლობის შესახებ ცნობების აღებისას; რ) პირები, რომლებზედაც გაიცემა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. |
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ article 5 2. საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები: ა) იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი; ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; გ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია პირი გათავისუფლდეს საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №854 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. |