Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 114 კანონის გამარტივებული წესით განხილვა და მიღება. 1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, იმ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ კანონით განსაზღვრული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიურ ცვლილებას, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის ნორმების ნუმერაციის ცვლილებას მათი სამართლებრივი შინაარსის ცვლილების გარეშე, პარლამენტის სხდომაზე შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის წინადადების საფუძველზე. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას. 3. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 114 4. კანონპროექტს, რომლის თაობაზეც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაუშვებელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა მისი გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღეს. |