FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;
    ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;
    გ) ვიზა – დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია;
    დ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის უფლება;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  2

ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების, საერთაშორისო ორგანიზაციის წერილობითი შუამდგომლობის შემცველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი;
    ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;
    ზ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება – საქართველოში უცხოელის შემოსვლისას და საქართველოდან მისი გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის განხორციელება;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  2

თ) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; არასრულწლოვანი უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანის მშობელი; საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელი;
    ი) ნათესავი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი;
    კ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის/ვერტოდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  2

ლ) სასაზღვრო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის/ვერტოდრომის), რკინიგზის სადგურის, საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი;
    მ) თავისუფალი პროფესიის ადამიანი – გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას;
    ნ) შრომითი საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, რომლისთვისაც პირი იღებს ანაზღაურებას;
    ო) ტრანზიტით გავლა – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;
    პ) გადამყვანი კომპანია – ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია საქართველოში მგზავრთა ჩამოყვანით და საქართველოდან მათი გაყვანით;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  2

ჟ) საქართველოში ყოფნის ვადა – საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან;
    რ) თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები;
    ს) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა თავშესაფრის მაძიებელ, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ, აგრეთვე ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემას;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  2

ტ) გაძევება – სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფა.
    უ) კომერციული შუამავალი – იურიდიული პირი, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება აქვს მინდობილი.