FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  106

კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი.
1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
    ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
    ბ) სხდომის დრო და ადგილი;
    გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
    დ) განხილვის საგანი;
    ე) კენჭისყრის შედეგები;
    ვ) მიღებული გადაწყვტილება.
2. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, აგრეთვე მდივანი, თუ ის მონაწილეობდა ოქმის შედგენაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  106

-1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად.
1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.
2. გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითია და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
3. ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად შეიძლება დაიწყოს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს განცხადების საფუძველზე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  106

-2. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნება.
1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ან კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე.
2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
3. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში აღინიშნება:
    ა) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;
    ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ვადა;
    გ) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების წარდგენა;
    დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა.
4. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა და კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს მხოლოდ ცნობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცნობაში აღინიშნება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება და მოკლე შინაარსი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  106

-3. ადმინისტრაციული ორგანოების ან საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენა.
1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით, ან თუ კანონი მოითხოვს ამ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დასკვნების წარდგენას ასეთი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ.
2. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი აგრეთვე უნდა გაეგზავნოს საზოგადოებრივ ექსპერტს, თუ კანონით სავალდებულოა მის მიერ დასკვნის წარდგენა.
3. ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ექსპერტი, რომელთაც გაეგზავნათ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, ვალდებული არიან ამ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის თაობაზე წარადგინონ საკუთარი დასკვნები საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  106

4. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და მას წერილობით უნდა გაეცეს პასუხი.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგა-ნოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარუდგენლობამ არ შეიძლება დააბრკოლოს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.
6. დაუშვებელია კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის არსებობის გარეშე, თუ დასკვნის არსებობა სავალდებულოა კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით.
7. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უარყოფითი დასკვნა არ წარმოადგენს დაბრკოლებას კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  106

-4. საკუთარი მოსაზრების წარდგენა.
1. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით.
2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებული ყოველი მოსაზრება უნდა განიხილოს შესაბამისმა კოლეგიურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. მასზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის.
3. პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
4. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებს რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  106

-5. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და მიღების ვადა. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და მიღების ვადა განისაზღვრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.