FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  168

დეკლარირების წესი.
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
2. საქონლის იმპორტისას დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის გადასახადის გადახდისთვის დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით გათვალისწინებული, სეს ესნ 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტისას დარიცხული დღგ-ის გადახდა ხორციელდება ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.
4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ოპერაციის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრისას, საგადასახადო აგენტი (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა) ვალდებულია დარიცხული დღგ-ის თანხა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  168

5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები.