Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 53 დასახლებათა ტერიტორიების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. 1. ქალაქთმშენებლობითი გეგმებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად დასახლებათა ტერიტორიების საერთო სარგებლობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და სანიაღვრე ქსელებით უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. 2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის მერიას მიმართოს ინიციატივით დასახლებათა ლოკალური მნიშვნელობის საერთო სარგებლობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და სანიაღვრე ქსელებით საკუთარი დაფინანსებით უზრუნველყოფის თაობაზე. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაინტერესებულ პირთან იდება ადმინისტრაციული ხელშეკრულება. 3. ქალაქთმშენებლობითი გეგმების საფუძველზე განსაზღვრული სიმჭიდროვეების გათვალისწინებით, დასახლებათა ტერიტორიების საერთო სარგებლობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და სანიაღვრე ქსელებით უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან მოახდინონ შესაბამისი გამტარუნარიანობის ქსელების დაგეგმვა და ამ გეგმების თანამიმდევრული განხორციელება. |