Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 18 ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები. 1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები არის გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების (გარემოს ხარისხობრივი სტანდარტების) ნაწილი. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. 2. ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების სახით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |