FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  3

საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები.
1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი  გაუთანაბრდეს სულ მცირე სამიზნე წლისთვის ამ კანონის I დანართით დადგენილ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს.
2. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) შეიმუშავებს ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება წაახალისებს და ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობასა და ენერგიის დაზოგვას.
3. სამინისტრო შეიმუშავებს ეფექტიან ღონისძიებებს, რათა განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი უტოლდებოდეს ან აღემატებოდეს ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელში მოცემულ წილს.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით სხვა ღონისძიებებთან ერთად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
    ა) მხარდაჭერის სქემების შემუშავება;
    ბ) ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებთან ან/და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  3

5. იმის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ რამდენად დაუჭერს სახელმწიფო მხარს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას, რომელიც წარმოებულია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობა იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
6. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ 2030 წლისთვის ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის მიერ ენერგიის საბოლოო მოხმარების სულ მცირე 10 პროცენტი იყოს.
7. ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი გამოითვლება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ნორმატიული აქტით, კერძოდ:
    ა) იმ მნიშვნელის გამოსათვლელად, რომელიც ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებული ენერგიის საერთო რაოდენობას აღნიშნავს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბენზინი, დიზელი და ბიოსაწვავი, რომლებსაც საავტომობილო ტრანსპორტი და სარკინიგზო ტრანსპორტი მოიხმარს, აგრეთვე ელექტროენერგია;
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  3

ბ) იმ მრიცხველის გამოსათვლელად, რომელიც ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო რაოდენობას აღნიშნავს, გათვალისწინებული უნდა იქნეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ყველა სახის ენერგია, რომელსაც ყველა სახეობის ტრანსპორტი მოიხმარს;
    გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისა და ყველა სახეობის ელექტროსატრანსპორტო საშუალების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილის გამოსათვლელად საქართველოს მთავრობა იყენებს საქართველოში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილს, რომელიც გამოთვლილია განსახილველ წლამდე 2 წლით ადრე;
    დ) საგზაო ელექტროსატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის გამოსათვლელად მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ეს მოხმარება 2.5-ზე გამრავლებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ენერგეტიკული შემცველობის ტოლია.