Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 17 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. 1. ამ კანონის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული შემდეგი დოკუმენტები: ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ფართობი და მასზე დასმულია მიწის რეფორმის კომისიის, მუნიციპალიტეტის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის წელი; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; |
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 17 გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელზედაც დასმულია მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მებაღის წიგნაკის გაცემის წელი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია/დადასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ; ე) განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, რომელიც არ არის დამტკიცებული სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე), მაგრამ დადასტურებულია/დადასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. |
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 17 3. თუ მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებული არ არის ან არ იძებნება, მაგრამ დაინტერესებულ პირზე გაცემულია სააგარაკო სახლის პროექტი, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით და რომელზედაც აღნიშნულია დაინტერესებული პირის სახელი და გვარი, სააგენტო უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება ამ მებაღეობის ამხანაგობის სხვა წევრებისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრული ოდენობით. 4. მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემულ მიწაზე საკუთრების უფლება მებაღის წიგნაკის გარეშე რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება პირის მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღება, მის მიერ საწევრო შენატანის ან/და ყოველთვიური საწევრო შესატანის გადახდა ან თუ პირი შეყვანილია ამხანაგობის წევრთა სიაში. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება აღნიშნული მებაღეობის ამხანაგობის სხვა წევრებისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრული ოდენობით. 5. მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით. |
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 17 6. ამ კანონით მებაღის წიგნაკთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათიანი წესები ვრცელდება აგრეთვე მებაღის საწევრო წიგნაკზე. 7. მეხილეობის, მევენახეობის, მერძევეობის ან სხვა სახის მეურნეობის მიერ გაცემული აქტის საფუძველზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტი შეიცავს ბრიგადირის ან მიწის რეფორმის კომისიის წევრის ხელმოწერასა და ბეჭედს. |